top of page

მოდილიანი - ალისია "ხელოვნების 5 წუთი"

Writer's picture: PLP AcademyPLP Academy

თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საყვარელი მხატვარი - ამადეო მოდილიანია. ამადეოს ქაოტურმა ცხოვრების წესმა, განსხვავებულმა და ორიგინალურმა ხედვამ, სიყვარულის ისტორიამ და ნაადრევად გარდაცვალებამ დიდი როლი ითამაშეს მის პოპულარობაში.

გამოჩენილი იტალიელი მხატვარი დაიბადა ტოსკანიის რეგიონში, ქალაქ ლივორნოში 1884 წლის 12 ივლისს.


ამადეოს განსაკუთრებულობა მდგომარეობდა იმაში, რომ მისი გატაცება - ადამიანის ფიგურა იყო.


ახალგაზრდა მხატვრის სტილი რადიკალურად განსხვავდებოდა სხვა მხატვრების (თუნდაც მისი დროის მხატვრების) სტილისგან. ამადეო დიდი ენთუსიაზმითა და გატაცებით მუშაობდა ადამიანის ფიგურაზე და განსაკუთრებულ ყურადღებას - პორტრეტებს ანიჭებდა.


როდესაც მოდილიანი ამ პორტრეტს - ალისიას - ქმნიდა, საბოლოოდ ჰქონდა ჩამოყალიბებული საკუთარი მხატვრული ნიშა. მისი სტილი თვალშისაცემი იყო. ის ადამიანის ტანსა და სახეს ოდნავ წაგრძელებულად წარმოაჩენდა, ვიდრე სინამდვილეში იყო.


უნდა აღინიშნოს, რომ ამადეოს ასეთ ხედვაზე, "აფრიკულმა ნიღბებმა" იქონია დიდი გავლენა და სწორედ ამ შთაგონების დამსახურებაა მის მიერ შემუშავებული გამარტივებული წაგრძელებული ფორმისგან შექმნილი იდიომა ( a characteristic mode of expression in music or art.) გრძელი ვიწრო ფორმატით.


ამადეოს ნახატები გამოირჩევა გეომეტრიული წესრიგით და მნახველში სრულ ჰარმონიასა და სიმშვიდეს ქმნის.

ამადეო გარდაიცვალა საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში - 1920 წლის 24 იანვარს, 35 წლის ასაკში.





ალისია ^_^



31 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post

PLP Academy

Subscribe Form

Thanks for submitting!

©2020 by P.L.P.ge. Proudly created with Wix.com

  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page