მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის დასაწყისში სულ სხვა მიზნები და ამოცანები გვქონდა, დღეს ყველაფერი შეგვეცვალა და გამოგვიჩნდა ნანატრი თავისუფალი დრო. მოდით ვაღიაროთ, პანდემიურმა რეალობამ, სრულიად შეცვალა ჩვენი ცხოვრება.
P.L.P Academy-მ გადაწყვიტა გირჩიოთ 5 წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ და დრო სასიამოვნოდ გაატაროთ. ამასთანავე, გაეცნობით 5 შესანიშნავ ნაშრომს, თუმცა ამით არ ამოიწურება ჩვენი რჩევები ფილმებისა თუ წიგნების შესახებ.
ამჯერად, შემოთავაზებულ 5 წიგნს დავჯერდეთ:
1. "სამი მეგობარი" - ერიხ მარია რემარკი
ყველა ჩვენგანს გასჩენია კითხვა -
რა არის ნამდვილი მეგობრობა?
რა არის სიყვარული?
როგორ ჯობს ან როგორ უნდა ვიცხოვროთ?
რაში მდგომარეობს ცხოვრების არსი?
წიგნში ამ კითხვებზე იხილავთ პასუხებს, თუმცა ისე ცალსახად არა, როგორც კითხვაა დასმული.
წიგნი დაიწერა ისეთ დროს, როცა მსოფლიოს სულაც არ ულხინდა. მეორე მსოფლიო ომი კარს იყო მომდგარი. ნაწარმოების მთავარი გმირი - ლოკამპი, თვით ავტორს, რემარკს
მოგაგონებთ და ეს კიდევ მეტ ხიბლს სძენს როგორც პერსონაჟს, ასევე მთლიან სიუჟეტსაც.
აღნიშნული ნაწარმოები, ერთ-ერთი გამორჩეულია ერიხ მარია რემარკის შემოქმედებიდან.
2. "1984" - ჯორჯ ორუელი
XX საუკუნის "განძი". უდიდესი აზრის მქონე რომანის წაკითხვის შემდეგ, შესაძლოა გაგიჩნდეთ ილუზია თითქოს კარგად იცნობთ წინა საუკუნეს, თითქოს თქვენც ცხოვრობდით იმ დროს და თქვენც გიწევდათ გამკლავება წამოჭრილ პრობლემებთან.
წიგნი გვაფრთხილებს, რომ ადამიანის თვისებები თვითონ ადამიანის წინააღმდეგ გამოდის და ამ უკანასკნელს უსულო საგნად აქცევს.
"1984" ის წიგნია, რომელიც ნათლად გვაჩვენეს თუ როგორ მარტივად შეუძლია "დიდ ძალას" დაიმორჩილოს მასები და ერთ სივრცეში მოაქციოს.
"დიდი ძმა გითვალთვალებს" - ამ ფრაზის გარშემო აგებული წიგნი გვაჩვენებს
რომ ადამიანი შესაძლოა დაცალო აზროვნებისგან
რომ შესაძლოა ადამიანის ღირსება გააქრო
რომ შესაძლოა ადამიანი საკუთარი თავის გადასარჩენად, უდიდეს დამცირებაზეც იძულებით წავიდეს...
წიგნი არ კარგავს აქტუალურობას. დღესაც ინარჩუნებს ცნობადობას და ჯერ კიდევ არ დასრულებულა მისი აღზევება.
წიგნი ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ - ცხოვრებაზე, სიყვარულზე, ბრძოლაზე...
3. "მშვიდობით იარაღო" - ერნესტ ჰემინგუეი
წიგნი მოგვითხრობს ამერიკელ მოხალისეზე, რომელიც პირველ მსოფლიო ომის მონაწილეა.
თხრობა მიმდინარეობს პირველ პირში, თითქოს მთხრობელი ჩვენ გვესაუბრებაო.
ლეიტენანტი ჰენრი, გამოივლის ურთულეს დღეებს, საკუთარ თავზე გამოცდის ყველა იმ უბედურებას, რომელიც ომს ახლავს თან. ის საბოლოოდ დარწმუნდება ომის ამაოებაში, სისასტიკესა და ბოროტებაში.
ჰენრი, ამ ყველაფრის შემდეგ, განადგურებულია, ხელჩაქნეული და იმედგაცრუებული.
ის ემშვიდობება იარაღს, თუმცა უკვე გვიანი იქნება.
წიგნში, ასევე შეხვდებით სასიყვარულო პასაჟებს, რომელიც გულს აგიფანცქალებთ და სიყვარულზე მეტად დაგაფიქრებთ.
"მშვიდობით იარაღო" - მარტივად წასაკითხი, თუმცა დიდი აზრის მქონე წიგნია.
4. "ნუ მოკლავ ჯაფარას" - ჰარპერ ლი
"აბსოლუტურად გენიალური"-ასეთია წიგნის შეფასება მრავალი ადამიანის აზრით.
ჰარპერ ლის ნაწარმოები, გამოცემისთანავე გახდა ბესტსელერი და დღესაც მოთხოვნადია. წიგნი წარსულში, ბავშვობაში დაგაბრუნებთ და ტკბილ და სასიამოვნო დღეებს გაგახსენებთ. მთავარი პერსონაჟები არიან ბავშვები, რომლებიც მთელი ერის აზრსა და სათქმელს ამბობენ.
წიგნი გამორჩეულია იუმორითა და სითბოთი, თუმცა მტკივნეულ და მძიმე თემებს ეხება, როგორიცაა-
რასიზმი
სექსუალური ძალადობა
აუცილებლად წასაკითხი წიგნია და წაკითხვის შემდეგ, თავს შეცვლილად და გაზრდილად იგრძნობთ!
5. "დორა ბრუდერი" - პატრიკ მოდიანო
შესაძლოა ვინმეს მოსაწყენად მოეჩვენოს ნაწარმოები, რადგან გაჯერებულია დოკუმენტებით, დორას კვალზე სიარულითა და მისი გრძნობებით, თუმცა მაინც საინტერესოა თავისი ნაირსახეობითა და ახლებური ხედვით. უბრალოდ ამონარიდებს შემოგთავაზებთ და თავად გადაწყვიტეთ, ღირს თუ არა 2014 წლის ნობელის პრემიის ლაურიატი წიგნის წაკითხვა.
„ასე მგონია, ერთადერთი ვარ, ვინც მაშინდელ პარიზს დღევანდელთან აკავშირებს, ვისაც იმდროინდელი კიდევ ახსოვს რაღაც. დროდადრო დამაკავშირებელი ძაფი წვრილდება, სადაცაა გაწყდება, ზოგჯერ კი დღევანდელი დღის მიღმა გუშინდელის სახე წარმოჩნდება მყისეულად“.
,,ხშირად უთქვამთ, ესა თუ ის ადგილი ერთ დროს აქ მცხოვრები ადამიანების ანაბეჭდს ინახავსო. მსურს დავიჯერო. ანაბეჭდი ხან ჩაზნექილია, ხანაც ამობურცული. რაც შეეხება ერნესტ, სესილ და დორა ბრუდერებს, მათი ნაკვალევი დროს წაუშლია. არარაობისა და სიცარიელის შეგრძნება გეძალება, როდესაც იმ ადგილზე აღმოჩნდები, სადაც ოდესღაც უცხოვრიათ.’’ - თარგმნა გიორგი ეკიზაშვილმა
დიდი მადლობა ყურადღებისთვის, იმედი გვაქვს ჩვენი რჩევები გამოგადგათ და დრო ტყუილად არ დაგიკარგავთ ^_^
Author - MiTa
Comments