ძალაუფლების მოყვარული ადამიანი, როგორც წარსულში, ასევე დღესაც ცდილობს იყოს ერთადერთი, იერარქიულად პირველი, კანონზე ზემდგომი, მორალის შემქნელი და თვით ღმერთიც კი! თუმცა ჩვენ ერთი კონკრეტული "განსაკუთრებული წესის" შესახებ გავიგებთ და შემდეგ ვუპასუხებთ კითხვას -
ვინ დგას კანონზე მაღლა?
თანამედროვე პოლიტიკური ცხოვრება, რომელიც განმანათლებლობის პერიოდში შეიქმნა, დღესაც მტკიცედ არსებობს.
მონტესკიეს მიერ დაყოფილი ხელისუფლების შტოები, დღესაც ამავე პრინციპით იყოფიან და ამაგრებენ საკუთარ ინსტიტუციებს გამჭირვალობითა და დამოუკიდებლობით, თუმცა რიგ შემთხვევებში, ინსტიტუციები ერთმანეთს უპირისპირდებიან!
რას გულისხმობს მონტესკიეს პრინციპით ხელისუფლებათა დაყოფა?
შესაძლოა, ფრანგ ფილოსოფოსსა
და კრიტიკოსს ვერ წარმოედგინა, რომ მისეული ხედვა, საუკუნეების შემდეგაც ასეთი პოპულარული იქნებოდა.
ის დემოკრატიის გულშემატკივარი იყო და თვლიდა, რომ მთლიანი ძალაუფლების ერთ პიროვნებასა თუ ინსტიტუციაში მობილიზება - ტირანიას გამოიწვევდა.
ამიტომ, საჭიროდ თვლიდა ხელისუფლების დაყოფას რამდენიმე შტოდ ისე, რომ ერთმანეთისგან დამოუკიდებლები ყოფილიყვნენ, თუმცა უერთმანეთოდ ვერ ეარსებათ!
შემდგომში მისი ეს მიდგომა ასე გადანაწილდა -
1. აღმასრულებელი
2. საკანონმდებლო და
3. სასამართლო ხელისუფლება.
რაში მდგომარეობს "განსალუთრებული წესი"? როგორ რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით?
მაღალი თანამდებობის პირთა თანამდებობიდან გადაყენების განსაკუთრებულ წესს, კონსტიტუციის დარღვევისა და ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობისას - იმპიჩმენტი ეწოდება.
"მაღალი თანამდებობის პირებში" შემდეგი პირები იგულისხმებიან:
საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობის წევრი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, გენერალური პროკურორი, გენერალური აუდიტორი, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი
საქართველოს კონსტიტუციაში იმპიჩმენტის საკითხს 48-ე მუხლი ეთმობა!
ვის შეუძლია თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრა?
საკითხის აღძვრის უფლება აქვს - პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედისა.
ვის გადაეცემა საკითხი განსახილველად და რა ვადაში უნდა წარედგინოს პარლამენტს?
საკითხი გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს , რომელიც განიხილავს და დასკვნას ერთი თვის ვადაში წარუდგენს პარლამენტს.
რა შემთხვევაში ჩაითვლება პირი გადაყენებულად?
პრეზიდენტი გადაყენებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში თუ იმპიჩმენტის წინადადებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედისა, ხოლო დანარჩენ პირთა შემთხვევაში, სრული შემადგენლობის უმრავლესობაც საკმარისია.
შესაძლებელია თუ არა იმავე საფუძვლით იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება?
თუკი სასამართლომ კონკრეტული პირის დანაშაულებრივი ქმედება ან კონსტიტუციის დარღვევა დაადასტურა, პარლამენტს, დასკვნის მიღების შემდეგ აქვს 2 კვირა, რათა კენჭი უყაროს იმპიჩმენტის პროცესს. თუ ვადა ვერ იქნა დაცული, მაშინ იმავე დაფუძვლით იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება - დაუშვებელია!
აგრეთვე, უნდა ვიცოდეთ, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის განხილვა საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს - დაუშვებელია!
იმპიჩმენტის მაგალითები:
1. დონალდ ტრამპი - იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო, თუმცა სენატმა გაამართლა! დარჩა თანამდებობაზე
2. პარკ გენ ჰი (სამხრეთ კორეა.)ქალბატონი)- 2016 წელს იმპიჩმენტის პროცედურა წარმატებით დასრულდა, ის გადააყენეს!
3.როლანდას პაქსასი (ლიეტუვა) - მოუწყეს იმპიჩმენტი 2004 წელს.
4. ბილ კლინტონი - იმპიჩმენტის პროცედურა ჩავარდა, რადგან სენატმა გაამართლა პრეზიდენტიn
იმპიჩმენტს ხშირად მიმართავენ სხვადასხვა საფუძვლით. მოგეხსენებათ, მსგავსი მიდგომა უკიდურესი ზომაა და ეხება მათ, ვისაც ყველაზე მაღალი თანამდებობა უკავიათ.
საბოლოოდ კითხვაზე- ვინ დგას კანონზე მაღლა?
პასუხი თქვენთვის მოგვინდვია.
Comments