დემოკრატიულ სახელმწიფოებში, საზოგადოება ერთ აზრზე შეჯერდა, რომ აუცილებელია ისეთი ინსტიტუციის არსებობა, რომელიც დამოუკიდებელი იქნებოდა სახელმწიფო სტრუქტურებისგან და ექნებოდა სრული ავტონომია მათი ზედამხედველობისთვის.
მსგავსი ორგანო, მოქალაქეს მისცემდა კიდევ ერთ საშუალებას, რომ დაეცვა ან აღედგინა თავისი უფლებები და თავისუფლებები.
თანამედროვე დინამიურმა პროცესებმა, აუცილებელი გახადა მსგავსი ინსტიტუტის არსებობა, ფართო უფლებამოსილებით. შეიქმნა კონსტიტუციური ინსტიტუტი - სახალხო დამცველის იგივე, ომბუდსმენის სახით.
საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლი ეთმობა სახალხო დამცველს, საიდანაც ვიგებთ, რომ ომბუდსმენის უფლებამოსილება და ვალდებულებები რეგულირდება ორგანული კანონით - "საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" კანონით
რა არის ამ კონსტიტუციური ინსტიტუტის მთავარი დანიშნულება?
ომბუდსმენი ზედამხედველობს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას. ასევე, ავლენს ამ უფლებათა დარღვევის ფაქტებს და ხელს უწყობს დარღვეული უფლებებისა და თავისუფლებათა აღდგენას.
არის თუ არა დამოუკიდებელი ინსტიტუტი და რომელ ორგანოებს ზედამხედველობს?
სახალხო დამცველი, თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია. ომბუდსმენის საქმიანობისთვის ხელის შეშლა - ისჯება კანონით.
ომბუდსმენი ზედამხედველობს შემდეგ ორგანოებს:
•სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს
• ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებს
• საჯარო დაწესებულებებს
• თანამდებობის პირებს
როგორც ხედავთ, საკმაოდ ფართო ჩამონათვალია. შესაბამისად, ინსტიტუტს მრავალს საპასუხისმგებლო ორგანოს ზედამხედველობა უწევს, რაც ერთიორად, ზრდის შანსებს, რომ უფლებაშელახული ადამიანი იპოვის თავის სიმართლეს მისივე ინიციატივითა თუ პირადად სახალხო დამცველის.
სახალხო დამცველი, შეისწავლის დარღვეულ ფაქტებს, როგორც მიღებული განცხადების საფუძველზე, ასევე საკუთარი ინიციატივით. აგრეთვე, პრობლემის აღმოსაფხვრელად, დამრღვევ ორგანიზაციას მინართავს წინადადებითა და რეკომენდაციით. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უფლება, რომელიც ომბუდსმენს აქვს არის - შესაძლებლობა, რომ მოითხოვოს სისხლისამართლებრივი დევნის დაწყება.
2013 წლის ცვლილებების შემდეგ, რისი შესაძლებლობა მიეცა სახალხო დამცველს?
ომბუდსმენს დამატებით მიეცა შესაძლებლობა წარუდგინოს პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის 2 კანდიდატი, აგრეთვე, იურიდიული დახმარების საბჭოში - 3 წევრი აირჩიოს.
რომელი წლიდან არსებობს სახალხო დამცველის ინსტიტუტი საქართველოში?
1992 წლიდან არსებობს აღნიშნული ორგანო, თუმცა 1997 წლამდე, სრულიად სხვა სახელწოდებით
"საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების კომიტეტი"
თუმცა, როგორც "სახალხო დამცველის ინსტიტუტი" 1997 წლიდან ითვლის არსებობას.
ვნახოთ ვის ეკავა ან ახლა ვის უკავია ესოდენ მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ინსტიტუტის პირველი პირის პოსტი -
1 - დავით სარალიძე (1997-2000)
2 - ნანა დევდარიანი (2000-03)
3 - სოზარ სუბარი (2004-09)
4 - გიორგი ტუღუში (2009-12)
5 - უჩა ნანუაშვილი (2012-17)
6 - ნინო ლომჯარია (2017-დღემდე)
როგორ ირჩევს პარლამენტი ომბუდსმენს და რა ვადით?
ომბუდსმენს ნდობა უნდა გამოუცხადოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ 3/5-დმა. თანამდებობაზე დარჩება 6 წლით და ხელახლა მისი არჩევა, დაუშვებელია.
ყოველი წლის მარტში, ომბუდსმენი წარუდგენს ანგარიშს პარლამენტს და აცნობს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შესახებ არსებულ მდგომარეობას.
აღნიშნულ ანგარიშს უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობა ენიჭება, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ასპარესზე. ფაქტობრივად, იმისათვის, რომ გაიგო ქვეყანაში რა ვითარებაა ძირითადი უფლებების დაცვის შესახებ, უნდა გაეცნო სახალხო დამცველის ანგარიშს, რომელიც მიღებულია, რომ არის ობიექტური და რეალობასთან ყველაზე ახლოს.
ხშირად, ანგარიშში აღნიშნული დარღვევები იფარება იმ პოლიტიკური დებატებით, რომელიც იმართება ანგარიშთან დაკავშირებით და ყოველი შესაძლო დამნაშავე მხარე, უმეტესად, თავის მართლების პოზიციას ითვისებს, ვიდრე სხვა, უფრო რელევანტურ და ობიექტურ ნაბიჯებს დგამს.
Коментари