ჯერ კიდევ ამოუხსნელ ფენომენთა რიგს მიეკუთვნება 1518 წლის ეპიდემია - ცნობილი, როგორც "მომაკვდინებელი ცეკვა" ან "მოცეკვავე ჭირი". ქალაქ სტრასბურგის ერთ-ერთ ქუჩაზე, ერთმა ქალბატონმა სახელად - ფრაუ ტროფეამ (Frau Troffea), მოულოდნელად დაიწყო უწესრიგო და ისტერიკული ცეკვა. არსაიდან ისმოდა მუსიკა და არც ტროფეას გამომეტყველება გამოხატავდა ცეკვის სურვილს - ის შველას ითხოვდა, თუმცა, ვინც კი სცადა მისი შეჩერება, უმეტესობამ თვითონაც დაიწყო "ცეკვა". ამ ადამიანთა სხეულში, უცნაურ ეპიდემიას დაედო ბინა, სახელად - მოცეკვავე ჭირი.
დაინფიცირებულთა რაოდენობა პირველივე კვირას 30-ს აღემატებოდა, ხოლო ერთი თვის შემდეგ 400-ს მიაღწია. უმეტესობა მათგანი - ქალი იყო.
ეპიდემია შემდეგი სიმპტომებით ხასიათდებოდა:
1. მოულოდნელად დაწყებული ცეკვის მაგვარი მოძრაობები
2. ცეკვის ტემპის მატება
3. არაბუნებრივი და უცნაური მოძრაობები
4. და რაც მთავარია - მსხვერპლი ვერ ჩერდებოდა!
დაინფიცირებულთა წამება სრულდებოდა ინფაქტით, გულის შეტევით ან გადაღლილობით.
არსებობს რამდენიმე თეორია -->
I) პირველი თეორიის თანახმად, ახსნა სოფლის მეურნეობაში უნდა ვეძიოთ. ამ მდგომარეობას ეწოდება "Ergotism", როდესაც სპეციფიკურად დაავადებულ ჭვავის მარცვლებს მიირთმევდნენ, რასაც მოჰყვებოდა კრუნჩხვები, თუმცა ეპიდემიისთვის დამახასიათებელი მოძრაობები უფრო ცეკვას წააგავდა, ვიდრე კრუნჩხვებს.
II) მეორე თეორიის თანახმად, ცეკვა გამოწვეული იყო რელიგიური ფანატიზმით. ცეკვა - ერთგვარ თაყვანისცემას გამოხატავდა.
III) მესამე თეორიის მომხრეები იუწყებიან, რომ ეპიდემიის გამომწვევი მიზეზი - მასიური ისტერია იყო. თავის მხრივ, მასიური ისტერიკა გამოიწვია შიმშილობამ და ზღვარგადასულმა სტრესმა...
თუმცა, ეს ყველაფერი მხოლოდ ვარაუდია და მეცნიერები ჯერ კიდევ ვერ მივიდნენ ჭეშმარიტ პასუხამდე.
საბოლოოდ, ეპიდემიის გაქრობა ისეთივე მისტიური იყო, როგორც მისი გამოჩენა.
წყარო
Comments