top of page

ქართველმა სტუდენტებმა, მშობლიური ენა შეგვინარჩუნეს - PLPAcademy

Writer's picture: PLP AcademyPLP Academy

Updated: Apr 17, 2020

1978 წლის 14 აპრილი, არ გამოირჩეოდა წელიწადის სხვა დღეებისგან არც უხვი ღრუბლიანობით, არც ძლიერი ქარით, არც გაზაფხულის მეორე თვეს მოსული თოვლით. 14 აპრილის დილა ჩვეულებრივი ჩანდა, თუმცა დილიდანვე იწერებოდა ისტორია!


ქართველმა სტუდენტებმა, მამაცმა ქალებმა და მამაკაცებმა ერთხმად - მშობლიური ენა შეგვინარჩუნეს!


რა მოხდა 1978 წლის 14 აპრილს?


სწორედ ამ დღეს, ქართველმა საზოგადოებამ უარი უთხრა საბჭოთა ხელისუფლებას შეესრულებინა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ქართული ენა - სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა!


ვითარება წინა დღეებში მწიფდებოდა, ხოლო 14 აპრილს განსაკუთრებულად დაძაბული სიტუაციის გამო, მოსკოვმა უკან დაიხია. მშობლიური ენა შენარჩუნდა და 14 აპრილი დედაენის დღედ გამობცხადდა.


რატომ იყო გადამწყვეტი 14 აპრილის დემონსტრაცია?


თბილისში, საქართველოს უზენაეს საბჭოს დილიდანვე უნდა დაეწყო კანონპროექტის განხილვა. ადგილი და დრო ცნობილი იყო, თუმცა ხელისუფლებას ყველა პედაგოგი, დირექტორი, ლექტორი თუ რექტორი, გაფრთხილებული ჰყავდა, რომ იმ დროისთვის განხილვის ადგილას არავინ ყოფილიყო!


14 აპრილს - დილის 10 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტები შეიკრიბნენ და მსვლელობით გაემართნენ რუსთაველისკენ.


ათასობით ქართველი ადამიანი იდგა რუსთაველზე ერთადერთი მოთხოვნით, ყოველგვარი პოლიტიკური ამბიციის გარეშე - კონსტიტუციაში შესული ცვლილება გაეუქმებინათ და სახელმწიფო ენად, კვლავ ქართული გამოცხადებულიყო.


ამ ამბავს უცხოური მედიაც გამოეხმაურა. კერძოდ, 1978 წლის 18 აპრილს, "New York Times"- ის ფურცლებზე დაიწერა ერთი აბზაცი მსგავსი სათაურით -

" საბჭოთა საქართველომ, გაიმარჯვა ენაზე"


New York Times - ის ფურცლებზე ვკითხულობთ :


"ადგილობრივმა პატრიოტულმა სულისკვეთებამ, მოსკოვს უკან დაახევინა. საბჭოთა საქართველოს დედაქალაქ თბილისში გამართული დემონსტრაციის შემდეგ, კვლავ აღდგა ქართული, როგორც სახელმწიფო ენა!


კონსტიტუციის ტექსტში შეტანილი იყო ცვლილება, რომლის თანახმადაც ქართულ ენას უგულებელყოფდნენ, თუმცა ძირითადი დემონსტრაციიდან მეორე დღეს ერთ-ერთ გაზეთში ასეთი რამ გამოქვეყნდა -

საბჭოთა საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული.


მსგავსი პროტესტები უჩვეულოა, თუმცა ქართველთა ეთნიკურმა შეგრძნებამ და პათოსმა, ყველაფერი შეცვალა!


"რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს"


Author MiTa




New York Times- ის სტატია



134 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post

PLP Academy

Subscribe Form

Thanks for submitting!

©2020 by P.L.P.ge. Proudly created with Wix.com

  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page