საინტერესოა გავიგოთ ის თუ საიდან და როგორ შეიქმნა თანამედროვე მონსტრი კორპორაცია, სახელად - McDonald's Corporation.
გავიგოთ მნიშვნელოვანი ფაქტები, დავზოგოთ დრო და კმაყოფილი დავრჩეთ სტატიის წაკითხვით - დავიწყოთ
1940 წელს, რიჩარდ და მორის მაკდონალდსმა გახსნეს მაკდონალდსის პირველი რესტორანი, რომელიც განხვავდებოდა იმისგან, რაც დღესაა, თუმცა პატარა რესტორნის დიად კორპორაციად გადაქცევაში, არავითარი როლი არ უთამაშიათ ძმებს. მულტი მიქსერის დისტრიბუტორი, რომელმაც იხილა მაკდონალდსის რესტორანი, აღფრთხოვანებული დარჩა. შეიძინა ფრენჩაისის უფლებები ძმებისგან და 1955 წლიდან დაიწყო კომპანიის უსწრაფესი აღმასვლა.
მაკდონალდსის კორპორაცია იყო პირველი, რომელმაც შექმნა მანქანით მომსახურება. რატომ? არიზონას შტატში, მაკდონალდსის რესტორანი მდებარეობდა სამხედრო ბაზასთან ახლოს და რადგან ჯარისკაცებს არ შეეძლოთ მანქანიდან ჩამოსვლა, შექმნეს მსგავსი მომსახურება.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს თუ პირიქით ზოგისთვის ლოგიკური - ამერიკის შეერთებულ შტატებში 15.000-მდე მაკდონალდსის რესტორანია, ხოლო 10.000-მდე საავადმყოფო.
სხვათაშორის, არსებობენ ქვეყნები, სადაც აკრძალულია მაკდონალდსის გახსნა
ბერმუდა - მონტენეგრო - ყაზახეთი - ჩრდილოეთ მაკედონია
დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბეტ II-ის ქონება 11 მილიარდ დოლარს შეადგენს და მათ შორის არის მაკდონალდსის რესტორანი, რომელიც ბუკინგების სასახლის მახლობლად მდებარეობს.
მაკდონალდსის კორპორაციამ გადაწყვიტა 1961 წელს გაეხსნა "ჰამბურბერის უნივერსიტეტი", სადაც ხდებოდა დასქმებულთა გადამზადება და მომზადება ბაზრისთვის. უნივერსიტეტს გააჩნია რამდენიმე ათეული ფილიალი სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქში. კურსდამთავრებულთა რაოდენობა 275,000-ს აღემატება.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მაკდონალდსის რესტორანთა ქსელი, დღის განმავლობაში 70 მილიონამდე მომხმარებელს ემსახურება.
კორპორაციას, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჰყავს 1,7 მილიონზე მეტი დასაქმებული პირი და მხოლოდ "Walmart"-ს ჩამორჩება დასაქმებულთა რაოდენობით (2,8 მილიონი)
Author - MiTa
Comments