საერთაშორისო სასამართლოების არსებობა, რიგით მოქალაქეს უჩენს განცდას, რომ ის არ არის მარტო დარჩენილი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებელია ყველა ჩვენგანს ჰქონდეს დავა სახელმწიფო სტრუქტურებთან, თუმცა ასეთის არსებობის შემთხვევაში, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ისეთი ინსტიტუციების არსებობა, როგორიცაა საერთაშორისო ორგანიზაციები, სამთავრობოთაშორისო თუ არასამთავრობოთაშორისო ორგანიზაციები, საერთაშორისო სასამართლოები და ა.შ.
დღევანდელ სტატიაში, ძალიან მოკლედ და ინფორმაციულად განვიხილავთ ერთ-ერთ საერთაშორისო სასამართლოს როლსა და დანიშნულებას :
* ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (CJEU)
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო შეიქმნა 1959 წელს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის საფუძველზე და მდებარეობს სტრასბურგში.
რას საქმიანობს "სტრასბურგის სასამართლო"?
* ახდენს კანონის ინტერპრეტაციას (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია) -
სახელმწიფოები, რომლებიც არიან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მაღალი ხელშემკვრელი მხარეები, ვალდებულნი არიან თავიანთი ადგილობრივი კანონმდებლობა მიუსადაგონ ევროპულ კანონმდებლობას. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოებს ეჭვი ეპარებათ ეროვნული სასამრთლოს მიერ გაკეთებულ კანონის ინტერპრეტაციაში, (კანონის კონვენციასთან შესაბამისობასთან დაკავშირებით) მიმართავენ სტრასბურგის სასამართლოს დაზუსტებისთვის. აგრეთვე, მსგავსი მექანიზმი გამოიყენება მაშინაც, როცა საჭიროა იმის დადგენა, რამდენად შეესაბამება ეროვნული კანონმდებლობა - კონვენციას.
* აქვს შესაძლებლობა გააუქმოს ევროკავშირის სამართლებრივი აქტი თუკი მიღებული აქტი ეწინააღმდეგება ევროპულ ხელშეკრეულებებს ან ფუნდამენტურ უფლებებს. სასამართლოსთვის მიმართვის უფლება მსგავსი საკითხის შესახებ აქვთ შემდეგ ორგანოებს - ევროპული პარლამენტი, ევროკომისია, ევრობის საბჭო.
*ევპროპულ სასამართლოში შესაძლებელია სარჩელი შეიტანოს ნებისმიერმა პირმა, რომლის უფლება, პირდაპირ თუ ირიბად იქნა დარღვეული ევროკავშირის რომელიმე ინსტიტუტის მიერ და ამ საქმეს სასამართლო განიხილავს.
* განიხილავს კერძო ინდივიდების საჩივრებს კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების მიმართ და აგრეთვე, სახელმწიფოთა საჩივრებს წევრი სახელმწიფოს მიმართ.
ვის აქვს უფლება მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს?
* მიმართვის შესაძლებლობა აქვს საბჭოს იმ 47 ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთა სახელმწიფოებსაც რატიფიცირებული აქვთ ადამიანის უფლებათა ევროპული კონცენცია. აგრთვე, იმ პირებს, რომელთა უფლებაც დაირღვა წევრი სახელმწიფოების ანდაც ევროპული ინსტიტუციების მხრიდან. მიმართვის შესაძლებლობა აქვს როგორც კერძო პირებს, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ცალკეულ პირთა ჯგუფისგან.
რამდენი მოსამართლეა? რამდენი წლით ირჩევენ მათ? და რა შემთხვევაში უწყდებათ უფლებამოსილება?
* ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოღვაწეობს იმდენი მოსამართლე, რამდენი სახელმწიფოც აღიარებს და აქვს რატიფიცირებული ევროპული კონვენცია. დღეს ეს რაოდენობა 47-ს შეადგენს. მოსამართლეებს ირჩევენ 9 წლის ვადით, თუმცა მისი ხელმეორედ არჩევა შეუძლებელია.
როდესაც მოსამართლე მიაღწევს 70 წელს, მას ავტომატურად უწყდება უფლებამოსილება.
არის თუ არა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სავალდებულო ხასიათის?
* ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის სავალდებულო ხასიათის და წევრი სახელმწიფოები, ვალდებულნი არიან აღასრულონ. ამის შედეგად, სახელმწიფოები იძულებულნი გახდნენ და ახლაც ეს ტენდენციაა შენარჩუნებული, რომ შეცვალონ თავიანთი ეროვნული კანონმდებლობა და ევროპულისას მოარგონ.
მნიშვნელოვანი ფაქტი -
* სასამართლო, 1998 წლიდან სრულ განაკვეთზე მომუშავე გახდა. ამის შემდეგ, ფიზიკურ პირებს გაუჩნდათ უფლება პირდაპირ მიემართათ სასამართლოსთვის, გარკვეული პროცედურების დაცვით. იმისათვის, რომ მიმართვის უფლება წარმოგეშვათ, აუცილებელია, რომ ეროვნულ დონეზე, აბსოლუტურად ყველა ინსტანცია გქონდეთ გავლილი და მხოლოდ ამის შემდეგ, შეძლებთ საკუთარი უფლებების დასაცავად, ევროპულ გზას დაადგეთ.
რამდენი მოსამართლე იყო გაგზავნილი საქართველოს მიერ და რომელ წლებში მოღვაწეობდნენ?
* 1- მინდია უგრეხელიძე (1999-2008) ; 2-ნონა წოწორია (2008-2017) ; 3- ლადო ჭანტურია (2017- დღემდე)
2019 წლეს რამდენი საქმე განიხილა სასამართლომ, რომელიც საქართველოს ეხებოდა?
* 1404 საქმეში ფიგურირებდა საქართველო, თუმცა 1.390 საქმე სასამართლომ არ ცნო დასაშვებად და არ განიხილა. გამოიტანა 14 განაჩემი და სამწუხაროდ, 13 მათგანში დააფიქსირა სულ მცირე ერთი ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტი.
მნიშვნელოვანია ასეთი ინსტიტუტების შესახებ, თუნდაც მცირე ინფორმაციის მიღება, რადგან თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იცოდეს, რომ არსებობს მრავალი გზა იმისთვის, რომ საკუთარი უფლებები დავიცვათ ან აღვადგინოთ. სახელმწიფოებს უნდა ესმოდეთ, რომ ადამიანის უფლებების ხელყოფა, დაუსჯელი არ დარჩება და დაჩაგრული პირი თავის სამართალს აუცილებლად იპოვის. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ყოველწლიურად იზრდება მიმართვების რაოდენობა და სამწუხაროდ, ათეულობით მათგანში ვლინდება რიგი დარღვევები.
იცოდე შენი უფლებები, ნიშნავს იყო ძლიერი მოქალაქე, რომელმაც იცის სად, როგორ და რანაირად შეძლებს საკუთარი თავისუფლებებისა და უფლებების დაცვას!
Author MiTa
留言