რა არის ფრენშაიზინგი?
ფრენშაიზინგი, როგორც ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობა - განაპირობა სამეწარმეო ურთიერთობის განვითარებამ და ამა თუ იმ საქონელზე -გაზრდილმა მოთხოვნამ. ასევე, შესაძლოა ასეც განიმარტოს - არსებული ბიზნესის შეძენის ალტერნატივა; სხვა პირის ბიზნესში ფრენშაიზინგის უფლების შეძენა - ახლის შექმნის სანაცვლოდ ისარგებლო უკვე არსებულით, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე.
ფრენშაიზინგი გამოირჩევა თავისი ტრანსნაციონალური ბუნებით. უმეტესწილად, ერთ ქვეყანაში შექმნილი ბიზნესის გაფართოება სხვა ქვეყნებში, ხორციელდება ფრენშაიზინგის სისტემით.
ძირითადად, ფრენშაიზინგის სისტემით საქართველოში ხდება უცხოური ბრენდების დამკვიდრება და არა პირიქით. ასეთი ბიზნესების კარგი მაგალითია სწრაფი კვების ობიექტები.
როდიდან იწყება "ფრენშაიზინგის" არსებობის ისტორია?
ფრენშაიზინგის "ბუმი" და მისი ფართო მასშტაბებით გამოყენება, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ იწყება. აშშ-ში, ერთ-ერთი პირველი წარმატებული ფრენშაიზინგის ოპერაცია უკავშირდება ჯონ პემბერტონის სახელს, რომელმაც 1886 წელს შექმნა სასმელი, რომელიც დღეს ცნობილია "Coca-Cola"-ს ბრენდული სახელით, თუმცა პირველი საკანონმდებლო აქტი, რომელიც ფრენშაიზინგს უკავშირდბოდა - 1970 წელს მიიღეს, კალიფორნიაში.
რა არის ფრენშაიზინგის "ნიშა"?
პირველ რიგში, ფრენშაიზინგს ახასიათებს ურთიერთობის ხანგრძლივობა და ის არ შეიძლება იყოს მოკლევადიანი. უმეტესად ეს იმიტომ ხდება, რომ ფრენშაიზის მიმღებისა და გამცემის მიზანი არ არის ერთჯერადად რაიმე პროდუქტისა თუ საქონლის გაყიდვა, არამედ ბაზარზე დამკვიდრება და განვითარება.
აგრეთვე, მნიშვნელოვანი ასპექტია, რომ ურთიერთობა უნდა შედგეს დამოუკიდებელ სუბიექტებს შორის. დამოუკიდებლობაში იგულისხმება, რომ თითოეული მონაწილე სუბიექტი იყოს "სამართლის დამოუკიდებელი სუბიექტი", რომელთაც საკუთარი პასუხისმგებლობა გააჩნია.
რა კავშირშია ფრანშაიზინგი ინტელექტუალურ საკუთრებასთან?
ინტლექტუალური საკუთრება, ფრენშაიზინგის სისტემის არსებითი ელემენტია. გარდა იმისა, რომ ფრენშაიზერს გადაეცემა უფლება ესა თუ ის ფილიალი მართოს, აგრეთვე გადაეცემა ყველა ის სიმბოლიკა, გერბი, დროშა, დიზაინიც კი, რაც უკავშირდება აღნიშნულ ბიზნესს.
შეფუთვა, ინტელექტუალური საკუთრების ერთ-ერთი ობიექტია. რეალობა ადასტურებს, რომ შეფუთვა განსაკუთრებულ როლს თამაშობს საქონლის ამოცნობისთვის. ხშირად ხდება ისე, რომ ერთგვაროვან პროდუქტს შორის, მომხმარებლის ინტერესებზე, სწორედ შეფუთვა თამაშობს გადამწყვეტ როლს და არჩევანზეც დიდ გავლენას ახდენს. მიუხედავად იმისა, რომ არამატერიალური სიკეთეები გადამწყვეტ როლს თამაშობენ, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მატერიალურ ქონების გადაცემასაც (დანადგარები და ა.შ.)
5 ყველაზე დიდი ფრენჩაისი მსოფლიოში - რომელი კომპანიები სარგებლოვენ ფრენჩაისის სისტემით და რა მასშტაბებს აღწევენ?
1 - McDonald's - 33.000 ობიექტი მსოფლიოს მასშტაბით და 89 მილიარდ დოლარს აღწევს მისი გაყიდვების რაოდენობა. რა თქმა უნდა, საქართველოშიც მრავლადაა მაკდონალდსის ობიექტები.
2 - 7-Eleven - 55.000 ობიექტი მსოფლიოს მასშტაბით. მაღაზიათა ქსელი (სუპერ-მარკეტი), რომლის გაყიდვების რაოდენობა წლიურად 84 მილიარდ დოლარს აღწევს.
3 - KFC - 18.800 ობიექტი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც. წლიური გაყიდვების რაოდენობა 18 მილიარდს აღწევს.
4 - Subway - 42.000 ობიექტს ითვლის მსოფლიოს მასშტაბით და შემოსავალი კი 16 მილიარდს აღწევს.
5 - Hertz - 11.500 ობიექტი მსოფლიოს მასშტაბით. 14 მილიარდს აღწევს მისი წლიური შემოსავალი და ეს კომპანია საქმიანობას ეწევა მანქანების გაქირავების მიმართულებით.
იმედი დავიტოვოთ, რომ ქართული ბიზნესებიც ისეთივე პოპულარული გახდება და მოთხოვნადი, როგორც ამერიკული ან ევროპული ბიზნესებია. ალბათ, მეტი მონდომებაა საჭირო და თანამედროვე საჭიროებებზე მორგება. რაც მეტად გლობალურად იფიქრებს ქართული ბიზნესი, მით მეტ მწვერვალს მიაღწევს.
Author MiTa
Comentarios