რამდენიმე საათის წინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ განაცხადა, რომელიც ერთი თვით გაგრძელდება - 21 აპრილის ჩათვლით. ვადის გაგრძელება შესაძლებელი იქნება ამ ვადის ამოწურვის შემდეგ და საჭიროების შემთხვევაში.
იმისათვის, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ძალაში შევიდეს საჭიროა რამდენიმე პროცედურული საკითხის გავლა :
1. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს
2. საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებას
3. გამოცემული ბრძანება დაუყოვნებლივ შედის ძალაში
4. პრეზიდენტი ბრძანებას წარუდგენს პარლამენტს, რათა ამ უკანასკნელმა დაამტკიცოს
5. პარლამენტი დაუყოვნებლივ იკრიბება საგანგებო სესიაზე
6. ყველა პროცედურების გავლის გარეშე, პარლამენტი განიხილავს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხს
7. იმისათვის, რომ პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს საჭიროა უმრავლესობის მხარდაჭერა (76 ხმა)
8. პარლამენტის თავჯდომარე ხელს აწერს დოკუმენტს.
გიორგი გახარიას თქმით, მთავრობა პრეზიდენტს შემდეგი საგანგებო მდგომარეობის შემდეგიპირობებით მიმართავს:
1. იზოლაციის ან კარანტინის წესების დარღვევისთვის პირი იძულებით იქნას გადაყვანილი შესაბამის გადაყვანისთვის. წესების დარღვევისთვის გამოყენებული იქნება სანქციები;
2. საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლაზე წესდება შეზღუდვები, გარდა სატვირთო გადაზიდვებისა;
3. დგინდება საჯარო სერვისების მიწოდების განსხვავებული წესები და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განსხვავებული წესები და ვადები;
4. საქართველოს მთავრობას მიეცემა უფლება, აუცილებლობის შემთხვევაში საკარანტინო, საიზოლაციო, სამედიცინო მიზნებისთვის შეზღუდოს საკუთრების უფლება და გამოიყენოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონება და მატერიალური საშუალებები;
5. იზღუდება ათ კაცზე მეტი ადამიანის შეკრება;
6. მთავრობას ექნება უფლება კერძო სტრუქტურებს, ორგანიზაციებს შეუზღუდოს ან დაავალოს კონკრეტული საქმიანობის განხორციელება;
7. აუცილებლობის შემთხვევაში მთავრობა უზრუნველყოფს მედიკამენტებზე, სამედიცინო მომსახურებასა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების რეგულირებას;
8. მთავრობა დაადგენს განათლების შესახებ კანონისგან დადგენილი წესების განსხვავებულ წესებს;
9. საჭიროების შემთხვევაში მთავრობა შეძლებს მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირთა მობილიზებას;
10. საქართველოს სასამართლო სხდომები შესაძლებელია გაიმართოს დისტანციურად;
11. ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, წინააღმდეგ შემთხვევა, რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ჯარიმას ფიზიკური პირებისთვის 3 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისთვის 15 ათასი ლარის ოდენობით. განმეორებითი ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ვადით.სამართალდამცავმა ორგანოებმა საგანგებო მდგომარეობის დროს დადგენილი რეჟიმის დაცვის მიზნით უნდა გამოიყენონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულების ღონისძიებები
პრემიერის თქმით, საგანგებო მდგომარეობა არ ითვალისწინებს:
საკომენდატო საათის შემოღებას
სატრანსპორტო გადაადგილების შეზღუდვას
ინფრასტრუქტურული პროექტების გაჩერებას
შეზღუდვები არ შეეხება მედიას
წყარო:
Comments