top of page

სტუდენტმა შშმ პირებისთვის, ორიგინალური პირბადე შექმნა

Writer's picture: PLP AcademyPLP Academy

"საყოველთაო, მასობრივი პანიკა, ან თუნდაც თვითიზოლაცია და კარანტინი, არ არის მიზეზი იმისათვის, რომ მოწყვლადი ჯგუფების ინტერესები და საჭიროებები მივივიწყოთ"


აშშ-ის ვერსალის კოლეჯის სტუდენტმა, 21 წლის აშლეიმ, ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს, ორიგინალური და მათ საჭიროებებზე მორგებული პირბადე შექმნა.


"სოციალურ ქსელებში ვხედავდი ადამიანებს, რომლებიც უამრავი ხერხითა და მატერიით ამზადებდნენ პირბადეებს და ვიფიქრე - ყრუ და სმენადაქვეითებულმა ადამიანებმა რა უნდა მოიმოქმედონ? როგორ უნდა ისაუბრონ?"



აშლეი კენტუკის შტატში ყრუ და სმენადაქვეითებულთა შესახებ სწავლობს.


აშლეი აცხადებს, რომ, როგორც კი იდეა გაუმხილა დედას, მაშინვე დაიწყეს შეკერვა და საბედნიეროდ საკმაო მარაგი აღმოაჩნდათ, როგორც ნაჭრის, ასევე პლასტმასის.



პლასტმასი, როგორც ფანჯარა, აშლეის მიერ შექმნილ პირბადეში მთავარ როლს ასრულებს - აძლევს საშუალებას, რომ მოსაუბრეებმა ერთმანეთის ბაგეების მოძრაობა დაინახონ, რაც ეხმარებათ კომუნიკაციაში.



ახალგაზრდა სტუდენტს კეთილშობილური მიზანი ამოძრავებს. ვისაც ამის საჭიროება გააჩნია, ყველას უმზადებს და აწვდის ყოველგვარი საზღაურის გარეშე.


მისი გამოგონებით, ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანები თავს უსაფრთხოდ იგრძნობენ და კომუნიკაციის დამყარებასაც მარტივად მოახერხებენ.




53 views0 comments

Comentários


Post: Blog2_Post

PLP Academy

Subscribe Form

Thanks for submitting!

©2020 by P.L.P.ge. Proudly created with Wix.com

  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page