top of page

რას ნიშნავს "ქორწინება"

Writer's picture: PLP AcademyPLP Academy

თითქმის ყველა სახის ურთიერთობას ადამიანებს შორის თუ იურიდიულ პირებს შორის, გააჩნია სამართლებრივი ახსნა და რეგულირდება კანონით.


ერთ-ერთ ასეთ ურთიერთობად გვევლინება - "ქორწინება", რაც არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლიბითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია...


მნიშვნელოვანია თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს, რომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია გარკვეული პირობები, რომელთა არსებობაც აუცილებელია ქორწინებისთვის. იმ შემთხვევაში თუ პირი აკმაყოფილებს კანონით გათვალისწინებულ ამ პირობებს, მას ეძლევა უფლება შევიდეს ქორწინებაში (პოზიტიური პირობები) .

თუმცა, ამავდროულად არსებობს დამაბრკოლებელი გარემოებები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც, ქორწინება ვერ შედგება (ნეგატიური პირობები).


ქორწინების პოზიტიური პირობები, რომელთა არსებობის დროსაც დასაშვებია ქორწინების რეგისტრაცია-


1. - დასაქორწინებელ პირს შესრულებული უნდა გქონდეს 18 წელი

2. - დასაქორწინებელ პირთა თანხმობა

3. - შეზღუდული ქმედუნარიანი სრულწლოვანი პირის ქორწინება დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ წინასწარ დაიდო საქორწინო ხელშეკრულება.


ნეგატიური პირობები, რომელთა არსებობა ქორწინების დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენს-


1. - ქორწინება ვერ შედგება პირთა შორის, რომელთაგან ერთი მაინც იმყოფება ქორწინებაში (რეგისტრირებულ ქორწინებაში)

2. - პირდაპირ აღმავალი და დამავალი შტოს ნათესავებს შორის ( სისხლით დაკავშირებული პირები; საერთო წინაპარის არსებობა)

3. - ბიოლოგიურ და არაბიოლოგიურ და-ძმას შორის

4. - მშვილებელსა და ნაშვილებ პირს შორის

5. - პირებს შორის, რომელთაგან ერთი მხარდაჭერის მიმღებია (შეზღუდული ქმედუნარიანი) და არ დაუდია საქორწინო ხელშეკრულება - ასეთ შემთხვევებში, ქორწინება ვერ შედგება!



2017 წლამდე, 16 წელს მიღწეულ პირთა ქორწინებაში შესვლა შესაძლებელი იყო სასამართლოს ნებართვით, თუმცა სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, არასრულწლოვან პირთა ქორწინებაში შესვლა სრულად აიკრძალა.


რაც შეეხება ნიშნობას - უნდა იცოდეთ, რომ ნიშნობა, იგივე დასაქორწინებელ პირთა წინასწარი თანხმობა, არ წარმოშობს დაქორწინების ვალდებულებას.


ასე რომ, დაუქორწინებლობის შემთხვევაში, ნიშნობასთან დაკავშირებული საჩუქრები, მხარეებს უკან უბრუნდბებათ.



ასევე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ:


-საქართველოში მოქმედებს ერთქორწინების პრინციპი.


-სახელმწიფო კი ლეგიტიმურად მიიჩნევს ქალისა და მამაკაცის მხოლოდ იმგვარ კავშირს, რომელიც აკმაყოფილებს ყველა კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, მათ შორის მოთხოვნას ქორწინების რეგისტრაციის შესახებ.


უფრო მეტი ინფორმაცია ქორწინების შესახებ სეგიძლიათ წაიკითხოთ-https://matsne.gov.ge/ka/document/view/31702?publication=107



შემდეგ სტატიებში იხილავთ უამრავ საინტერესო და საჭირო იურიდიულ ინფორმაციას, რაც აუცილებლად გამოგადგებათ და დაგემხარებათ🤗


Author - MiTa



53 views0 comments

Comentários


Post: Blog2_Post

PLP Academy

Subscribe Form

Thanks for submitting!

©2020 by P.L.P.ge. Proudly created with Wix.com

  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page