ომებმა, რევოლუციებმა და დაცემულმა იმპერიებმა, მე-20 საუკუნის რუკის ტრანსფორმაცია გამოიწვია, რამაც მსოფლიოს - მრავალი ქვეყანა და დედაქალაქი აჩუქა.
1900 წლისთვის, მხოლოდ 40 ერს ჰქონდა დედაქალაქი, თუმცა ამ ციფრმა 2000 წლისთვის 200-ს გადააჭარბა (ბრიტანული და ფრანგული კოლონიების კოლაფსი, საბჭოთა კავშირისა და იუგოსლავიის დაშლა).
ქვეყანათა უმეტესობამ, ერთი ქალაქი აირჩია ქვეყნის დედაქალაქად, თუმცა არსებობენ სახელმწიფოები ორი ან მეტი დედაქალაქით. ზოგიერთი მათგანი ოფიციალურ დედაქალაქად არ მოიხსენიება, თუმცა პოლიტიკურმა, ეკონომიკურა, კულტურულმა და ისტორიულმა ფაქტორმა განაპირობა მათი მაღალ დონეზე არსებობა.
მიზეზი თუ რატომ გადაწყვიტეს ამდაგვარად - ყველგან განსხვავებულია, თუმცა მიზეზთა უმეტესობა ძალაუფლების საკითხს უკავშირდება.
1973 წელს, ტანზანიამ გადაწყვიტა, რომ ახალ დედაქალაქს გადაიტანდნენ ქალაქ "დოდომაში", რომელიც ასობით მილით დაშორებულია კოლონიალისტურ დედაქალაქ - დარ ეს სალაამადან.
იმპერიებს, უმეტესად, ადმინისტრაციული ერთეულები ჰქონდათ ყოველ კოლონიაში, სანაპიროსთან ახლოს. შესაბამისად, უკეთ შეეძლოთ გაეკონტროლირებინათ ზღვა. თუმცა დეკოლონიზაციის შემდეგ, დედაქალაქები ქვეყნის ცენტრში გადაიტანეს, რათა ყველა მოქალაქეს წვდომის თანაბარი შესაძლებლობა ჰქონოდა.
ყველაფრის გათვალისწინებით, რთული იყო სრულად უარის თქმა არსებულ დედაქალაქზე, მაგალითად, ტანზანიაში 2019 წლამდე მიმდინარეობდა რეორგანიზაციის პროცესი და ამ პერიოდში, სახელმწიფო დაწესებულებები კვლავ ფუნქციონირებდნენ ძველ დედაქალაქში.
კანადას წლები დასჭირდა, რომ ოტავა ეღიარებინათ დედაქალაქად. კანადაში, წლების წინ, დედაქალაქს ყოველ ორ წელში ერთხელ ცვლიდნენ, ფედერაცია ვერ თანხმებოდა.
ახლა კი ვნახოთ, კიდევ რომელ ქვეყნებს აქვთ ორი ან მეტი დედაქალაქი:
ბოლივია - ლა პასი და სუკრე
ბოლივიის ადმინისტრაციული დედაქალაქია - ლა პასი, ხოლო კონსტიტუციური - სუკრე.
ლა პასი წარმოადგენს ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ძალასა და ცენტრს.
ჩილე - სანტიაგო და ვალსარაისი
დედაქალაქებს ერთმანეთისგან 72 მილი აშორებთ.
ვალსარაისი UNESCO-ს ისტორიულ მემკვიდრეობით სიაში ჰყავს შეყვანილი და წარმოადგენს ქვეყნის კულტურულ და ისტორიულ ქალაქს.
კოტ-დიუვარი - იუმუსუკრო და აბიჯანი
ჩეხეთი - პრაღა და ბრნო
ისტორიული ქალაქი - პრაღა ჩეხეთის ცნობილი დედაქალაქია, სადაც მდებარეობს საპრეზიდენტო რეზიდენცია, ხოლო ნაკლებად ცნობილი მეორე დედაქალაქ - ბრნოში მდებარეობს - უზენაესი სასამართლო.
მალაიზია - კუალა ლუმპური და პუტრაიავა
მონტენეგრო - პოდგორიცა და ასევე, ისტორიული და კულტურული ცენტრი - ციტინიე.
ოფიციალური დედაქალაქია - პოდგორიცა.
ნიდერლანდები - ამსტერდამი და ჰააგა.
კონსტიტუციური დედაქალაქია ამსტერდამი, თუმცა სამთავრობო ოფისები უმეტესად ჰააგაშია განთავსებული.
სამხრეთ აფრიკა - პრეტორია, კეიპტაუნი და ბლუმფონტეინი
ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც სამი დედაქალაქი გააჩნია და სადაც ძალთა ბალანსი თანაბრადაა გადანაწილებული.
კეიპტაუნი - საკანონმდებლო ხელისუფლება
პრეტორია - აღმასრულებელი ხელისუფლება
ბლუმფონტეინი - სასამართლო ხელისუფლება
უმეტესად, მეორე დედაქალაქის არსებობა განპირობებულია ისტორიული და კულტურული კონტექსტით, თუმცა შესაძლოა მნიშვნელოვანი ფაქტორი შეიძლება იყოს ეკონომიკა და პოლიტიკური მდგომარეობაც.
Author - MiTa
Commentaires